22 აპრილი, 2021 წ.

ყველა ინფო ერთ სივრცეში!

პირველი ფიტნეს ტრეკერი Redmi-სგან – სულ რაღაც 14$-ად

0 0
გააზიარეთ სოც. ქსელებში
წაკითხვის დრო:35 წამი

უდიდესმა ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Xiaomi-მ თავის ფართომაშტაბიან პრეზენტაციაზე წარმოადგინა არაერთი გაჯეტი, რომელთა შორის იყო ერთერთი გამორჩეული პირველი ფიტნეს ტრეკერი მისი ქვებრენდის სახელით Redmi.

ფიტნეს ტრეკერი აღჭურვილია 1,08 დიუმიანი ფერადი ეკრანით, ციფერბლატების მრავალფეროვანი არჩევანით. აგრეთვე, ეკრანზე შესაძლებლობა იქნება, რომ ნაჩვენები იქნეს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: დრო, შემომავალი შეტყობინებები, სპორტული აქტივობების რეზულტატები და სხვა საჭირო ინფორმაციები.

ფიზიკური აქტივობის მონიტორინგისთვის გაჯეტში ჩაშენებულია გულის რითმის მთვლელი, აგრეთვე შესაძლებებელია ძილის ფაზების მონიტორინგი და ფიზიკური აქტივობების აღრიცხვა.

მწარმოებლის მონაცემებით, Redmi Band-ს ერთ დატენვაზე შეუძლია იმუშაოს 14 დღემდე. დატენვა შესაძლებელია პირდაპირ ნოუთბუკიდან და პერსონალური კომპიუტერიდან გაჯეტის USB შესაერთებლიდან.

ტრეკერი გაყიდვაში ჩაეშვება ჩინეთში 9 აპრილს შავ, მწვანე, ლურჯ და წითელ ფერებში და მისი ფასი იქნება დაახლოებით 14$ (დოლარი).

წყარო: fonearena.com

About Post Author

Administrator

administrator
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •